ვისწავლოთ უკეთ
· პროექტის მთავარი იდეა : მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, კვლევის უნარის განვითარება.
· პროექტის მიზანი : მოსწავლეებს განუვითარდეთ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, კვლევის უნარი; შეძლონ მოპოვებული მასალის წარმოდგენა მონაცემების სახით, მონაცემებზე დაყრდნობით დიაგრამების აგება კომპიუტერში; მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების პროცენტული ცვლილების დადგენა ; გაუჩნდეთ უკეთესად სწავლის სურვილი.
· მონაწილეთა ასაკი: 14 წელი;
· ვადები/ხანგრძლივობა: ყოველწლიურად, სასწავლო წლის ბოლო კვირა;
- · მოსალოდნელი შედეგები: სკოლის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამსახველი დიაგრამები, წარმოდგენილი ელექტრონული სახით;
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, სკოლის ვებ–გვაერდი;
- პროექტის მსვლელობა:მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის შინაარსს; ჩამოვაყალიბებ ოთხ ჯგუფს; პირველ ჯგუფს დაევალება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების კვლევა(2010-2011 და 2011–2012 სასწავლო წლების), მონაცემების შეგროვება, დიაგრამების აგება; მეორე ჯგუფს–საბაზო საფეხურის, მესამე ჯგუფს– საშუალო საფეხურის, მეოთხე ჯგუფს –სამივე ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შეჯამება და მონაცემების წარმოდგენა დიაგრამების სახით.
- თითოეული ჯგუფი მოახდენს ჩატარებული საქმიანობის, შედეგების პრეზენტაციას. მეოთხე ჯგუფი წარმოადგენს გასული და მიმდინარე სასწავლო წლების სკოლის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონის ამსახველ დიაგრამას, პროცენტულ ცვლილებას;
- თითოეული ჯგუფი შემოგვთავაზებს სამომავლოდ მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებათა ნუსხას;
- კავშირი საგნებთან: მათემატიკა, ისტ;
- პროექტის ხელმძღვანელი: ნანადათაშვილი;
- პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanadatashvili27@gmail.com

