Thursday, October 4, 2012

ვისწავლოთ უკეთ





·         პროექტის მთავარი იდეა :  მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, კვლევის უნარის განვითარება.
·         პროექტის მიზანი :  მოსწავლეებს განუვითარდეთ ინფორმაციის  შეგროვების, დამუშავების, კვლევის უნარი; შეძლონ მოპოვებული  მასალის  წარმოდგენა  მონაცემების სახით, მონაცემებზე დაყრდნობით  დიაგრამების აგება კომპიუტერში; მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების პროცენტული ცვლილების დადგენა ;   გაუჩნდეთ უკეთესად სწავლის სურვილი.
·         მონაწილეთა  ასაკი:  14 წელი;
·         ვადები/ხანგრძლივობა: ყოველწლიურად, სასწავლო წლის ბოლო კვირა;
  •  ·         მოსალოდნელი შედეგები: სკოლის  მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამსახველი  დიაგრამები, წარმოდგენილი ელექტრონული სახით;   
  •          პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, სკოლის  ვებ–გვაერდი;   
  •           პროექტის მსვლელობა:მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის შინაარსს; ჩამოვაყალიბებ  ოთხ ჯგუფს;  პირველ ჯგუფს დაევალება  დაწყებითი საფეხურის  მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების კვლევა(2010-2011 და 2011–2012 სასწავლო წლების), მონაცემების შეგროვება, დიაგრამების აგება; მეორე ჯგუფს–საბაზო საფეხურის,  მესამე ჯგუფს– საშუალო საფეხურის, მეოთხე ჯგუფს –სამივე ჯგუფის მიერ  მოპოვებული ინფორმაციის შეჯამება და მონაცემების წარმოდგენა დიაგრამების სახით. 
  •    თითოეული ჯგუფი  მოახდენს ჩატარებული საქმიანობის, შედეგების პრეზენტაციას. მეოთხე ჯგუფი წარმოადგენს გასული და მიმდინარე სასწავლო წლების სკოლის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონის ამსახველ დიაგრამას, პროცენტულ ცვლილებას;
  •     თითოეული ჯგუფი შემოგვთავაზებს სამომავლოდ მოსწავლეთა ცოდნის დონის  ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებათა ნუსხას;
  •     კავშირი საგნებთან: მათემატიკა, ისტ; 
  •            პროექტის ხელმძღვანელი: ნანადათაშვილი;    
  •         პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nanadatashvili27@gmail.com