პროექტის სახელწოდება: "ვისწავლოთ უკეთ"
· პროექტის მთავარი იდეა :
- მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება;
- კვლევის უნარის განვითარება.
· პროექტის მიზანი :
- მოსწავლეებს განუვითარდეთ ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, კვლევის უნარი;
- შეძლონ მოპოვებული მასალის წარმოდგენა მონაცემების სახით;
- მონაცემებზე დაყრდნობით დიაგრამების აგება კომპიუტერში;
- მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების პროცენტული ცვლილების დადგენა წლების მიხდვით;
- მოსწავლეებმა თავად მოიფიქრონ და შემოგვთავაზონ სწავლის დონის ამაღლების გზები;
- გაუჩნდეთ უკეთესად სწავლის სურვილი.
· მონაწილეთა ასაკი: 14 წელი;
· ვადები/ხანგრძლივობა: ყოველწლიურად,სასწავლო წლის ბოლო კვირა;
· მოსალოდნელი შედეგები:
- სკოლის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამსახველი დიაგრამები, წარმოდგენილი ელექტრონული სახით;
· პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, სკოლის ვებ–გვაერდი,სკოლის არქივი;
· პროექტის მსვლელობა:
- მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის შინაარსს;
- ჩამოვაყალიბებ ოთხ ჯგუფს: პირველ ჯგუფს დაევალება დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების კვლევა(2010–2011 და 2011–2012 სასწავლო წლების), მონაცემების შეგროვება, დიაგრამების აგება; მეორე ჯგუფს–საბაზო საფეხურის, მესამე ჯგუფს– საშუალო საფეხურის, მეოთხე ჯგუფს –სამივე ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შეჯამება და მონაცემების წარმოდგენა დიაგრამების სახით;
- თითოეული ჯგუფი მოახდენს ჩატარებული საქმიანობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალების, ასევე, მოპოვებული, დამუშავებული ინფორმაციისა და საბოლოო შედეგების პრეზენტაციას;
- მეოთხე ჯგუფი წარმოადგენს გასული და მიმდინარე სასწავლო წლების სკოლის მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონის გამომხატველ დიაგრამას.გვიჩვენებევნ პროცენტულ ცვლილებას წლების მიხედვით.
- თითოეული ჯგუფი წარმოადგენს, შემოგვთავაზებს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისა და ცოდნის დონის ამაღლებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა ნუსხას.

